შანსი 10 წლისაა

2023 წელი ,,შანსისთვის” საიუბილეოა. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში 10 წელია ფუნქციონირებს.

,,შანსის” მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგები სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შევაჯამეთ.

გვეამაყება, რომ არსებობის განმავლობაში ,,შანსმა” შეძლო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული 120-ზე მეტი ახალგაზრდას ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა. ჩვენი გუნდი მომავალშიც უცვლელად დაიცავს თავის ღირებულებებს და შეასრულებს დიდი ხნის წინ ნატვირთ მისიას. კიდევ არაერთ ბავშვს დავეხმარებით მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს პიროვნულად და პროფესიულად და შექმნას თავისი წარმატებული მომავალი.