საგანმანათლებლო შეხვედრა "ვიზიონერთან"

პროგრამა ,,შანსის’’ ახალგაზრდებისთვის მეგობარმა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ვიზიონერმა” სასტუმრო Ibis Tbilisi Stadium-ში დასამახსოვრებელი საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა.

ღონისძიების თემატიკა პროფორიენტაციას მიეძღვნა და განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა კვალიფიციურმა სპიკერებმა ახალგაზრდების ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხები და წარმატებული კარიერის შესაქმენლად პროფესიული რჩევებიც უხვად გააზიარეს.

საქველმოქმედო ფონდი ,,ვიზიონერი’’ პროგრამა ,,შანსთან’’ 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.