პროფესორ კახი ქენქაძესთან შეხვედრა

პროგრამა ,,შანსის’’ მოწვევით პროგრამის ბენეფიციარი მე-11 და მე-12 კლასელი ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გამართა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კახი ქენქაძემ.

ღონისძიება ქართული დიპლომატიის ისტორიას მიეძღვნა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით წარიმართა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებსა და პროფესორს შორის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსის შესახებ.

მადლობა ბატონ კახის ახალგაზრდების განათლებისთვის გაწეული ღირებული წვლილისთვის!