სამუშაო შეხვედრა პირველკურსელებთან

21 სექტემბერს ჩვენს პირველკურსელ სტუდენტებთან ,,შანსის” განათლების კოორდინატორმა მარიამ რევიშვილმა და ახალგაზრდულმა მუშაკმა ნენი მარსაგიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა, განხილულ იქნა მათთვის საინტერესო საკითხები:

  • ● დროის სწორად განაწილება და სასწავლო პროდუქტიულობის ამაღლება;
  • ● მაღალი ნიშნების საშუალო მაჩვენებლის (GPA) შენარჩუნება;
  • ● საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავების ეფექტიანი გზების დასახვა და განხორციელება.

ჩვენი ორგანიზაცია სისტემატურად მართავს შეხვედრებს ,,შანსის” საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში დახმარების მიზნით.