საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა- თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის

Image

პროგრამის მონაწილე ყველა ახალგაზრდას სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. პროგრამის დაარსების ეტაპზე აღნიშნული ფაქტი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. საბაზისო პირობების უზრუნველყოფის გარეშე ახალგაზრდები ვერ შეძლებდნენ პოტენციალის სრულად რეალიზებას.

პროგრამის ბაზაზე გაჩნდა ორგანიზაცია ‘’თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის’’ დაარსების იდეა. აღნიშნული პროგრამა სრულწლოვან ბენეფიციარ ახალგაზრდებს საცხოვრებელს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

აღნიშნული შესაძლებლობით ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ეტაპზე სარგებლობენ.

საცხოვრებელი კეთილმოწყობილია და სრულად აღჭურვილია ახალგაზრდების სწავლისა და ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად. ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს ორი სოციალური საცხოვრებელი გოგონებისა და ბიჭებისთვის.