პროგრამის დაარსების იდეას კონკრეტული, ემოციური ოჯახური ისტორია
უძღვის წინ. ორგანიზაციის სულისჩამდგმელი ამერიკელი ფილანთროპი,
ქველმოქმედი და თავადაც ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი – ჯონ მ.
სიმონსია, რომელსაც მუდამ სურდა ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების ყოფის
შეცვლა და ოჯახთან მიახლოებული გარემო პირობების შეთავაზება, მათთვის
ჯანსაღი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
ორგანიზაციის დაარსების იდეა 2012 წელს გაჩნდა, როდესაც ჯონ მ. სიმონსმა
და მისმა მეუღლემ ზრუნვაში მყოფი რამდენიმე მცირეწლოვანი იშვილეს და
საკუთარ ოჯახში, ბიოლოგიურ შვილებთან ერთად აღზარდეს.
,,შანსის“ სამოქმედო არეალად საქართველო შეირჩა. გამომდინარე პროგრამის
მისიიდან, სამიზნე აუდიტორიად მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები
შეირჩნენ, რომლებიც პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე
ფინანსურ და მორალურ სირთულეებს აწყდებოდნენ. პროგრამის მთავარი მისია
ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა, რათა მათ შეძლონ საკუთარი
პოტენციალის სრულად რეალიზება.
დაარსების დღიდან ორგანიზაციამ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის
განვითარებასა და პროფესიულ წარმატებას შეუწყო ხელი.