პროგრამა ,,შანსის” ახალგაზრდებს საბაუნში ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ესტუმრა. ახალგაზრდების ინტერესიდან გამომდინარე ლექციის თემად მობილური ფოტოგრაფია შეირჩა.
შეხვედრა დინამიკურად წარიმართა. ფოტოგრაფიის მოყვარული ბევრი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელთაც სტუმრისგან თეორიულ ინფორმაციასთან ერთად ბევრი პრაქტიკული რჩევაც მიიღეს ფოტოს გადაღების პროცესში სწორი განათებისა და რაკურსის შერჩევაზე.
პროგრამა ,,შანსი’’ ახალგაზრდებისთვის სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს შეხვედრების ორგანიზებას წარმატებულ ადამიანებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე.