21 სექტემბერს ჩვენს პირველკურსელ სტუდენტებთან ,,შანსის” განათლების კოორდინატორმა მარიამ რევიშვილმა და ახალგაზრდულმა მუშაკმა ნენი მარსაგიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა, განხილულ იქნა მათთვის საინტერესო საკითხები:
- ● დროის სწორად განაწილება და სასწავლო პროდუქტიულობის ამაღლება;
- ● მაღალი ნიშნების საშუალო მაჩვენებლის (GPA) შენარჩუნება;
- ● საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავების ეფექტიანი გზების დასახვა და განხორციელება.
ჩვენი ორგანიზაცია სისტემატურად მართავს შეხვედრებს ,,შანსის” საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან სწავლის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში დახმარების მიზნით.