აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა


Image

პროგრამის მონაწილე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ,,შანსი’’ უზრუნველყოფს მათემატიკის, ინგლისურის, ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის გაკვეთილებს, რომლებიც კვირაში ორჯერ, უსასყიდლოდ, პროგრამის დაფინანსებით ტარდება. მოსწავლეები მეცადინეობის დაწყებამდე უზრუნველყოფილნი არიან სადილით.

მეცადინეობები ტარდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კეთილმოწყობილ აუდიტორებში.

,,შანსის’’ მიზანია ახალგაზრდების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება წარმატებით ჩასაბარებლად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად.

გარდა პროგრამით გათვალისწინებულ მეცადინეობებისა, მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად ,,შანსი” რეგულარულად იწვევს კარიერაში წარმატებულ და საინტერესო ადამიანებს.

პროგრამის არსებობის დღიდან, ახალგაზრდები საუკეთესო შედეგებით მოხვდნენ მათთვის სასურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამჟამადაც განაგრძობენ წარმატებით სწავლას.