სასტიპენდიო პროგრამა უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის

Image

მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისების მიზნით ‘’შანსი’’ უმაღლესი საგანმანათლებლო საფეხურისა და კოლეჯის წარჩინებული სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამით სარგებლობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, შანსი ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებაში, არაფორმალური განათლების მიღებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ‘’შანსის’’ ერთ-ერთ მთავარ იდეას ცოდნის და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, პროგრამის სტუდენტ ახალგაზრდებს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ. ისინი დამამთავრებელი კლასების ახალგაზრდებსა და დაწყებითი კურსის სტუდენტებს უზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას და ეხმარებიან ზოგადი საგანმანათლებლო გამოწვევების დაძლევაში. პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ თანატოლების მიერ გაზიარებული უკუკავშირი და ხედვა უფრო ეფექტური და შედეგიანია.