შანსი

,,შანსი’’ ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია,,ელელემბრას” შვილობილი ორგანიზაციაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა დამიზნად ისახავს მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

პროგრამის ბენეფიციარები არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოტივირებული, მიზანდასახული და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მოწყვლადობიდან გამომდინარე, ცხოვრების საწყის ეტაპზე ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად სწავლისა და პროფესიული განვითარების შეთავსებას.

სრულად ნახვა










სიახლეები

პროექტები

1

აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა

პროგრამის მონაწილე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ,,შანსი’’ უზრუნველყოფს მათემატიკის, ინგლისურის, ქართულის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქიმიის გაკვეთილებს, რომლებიც კვირაში ორჯერ, უსასყიდლოდ, პროგრამის დაფინანსებით ტარდება. მოსწავლეები ...

სრულად ნახვა

2

სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის

მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისების მიზნით ‘’შანსი’’ უმაღლესი საგანმანათლებლო საფეხურისა და კოლეჯის წარჩინებული სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას. პროგრამით სარგებლობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო ...

სრულად ნახვა

3

თბილი სახლი ახალგაზრდებისთვის

პროგრამის მონაწილე ყველა ახალგაზრდას სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. პროგრამის დაარსების ეტაპზე აღნიშნული ფაქტი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. საბაზისო პირობების ...

სრულად ნახვა

Image

დონორი

პროგრამის დაარსების იდეას კონკრეტული, ემოციური ოჯახური ისტორია უძღვის წინ. ორგანიზაციის სულისჩამდგმელი ამერიკელი ფილანთროპი, ქველმოქმედი და თავადაც ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი – ჯონ მ. სიმონსია, რომელსაც მუდამ სურდა ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების ყოფის შეცვლა და ოჯახთან მიახლოებული გარემო პირობების შეთავაზება, მათთვის ჯანსაღი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების მიზნით...

სრულად ნახვა

პარტნიორი ორგანიზაციები

Image

SOS ბავშვთა სოფელი

ორგანიზაციის გვერდი





Image

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ორგანიზაციის გვერდი